29/10/2024
12:51
მსოფლიო
აშშ-ის ქალაქ ოლბანში, 41 წლის ლიზა სნაიდერს ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდებულმა, 2019 წლის სექტემბერში, 4 წლის ბრინლი და 8 წლის კონერი საკუთარი სახლის სარდაფში ჩამოახრჩო.
ინციდენტის დროს, სნაიდერმა პოლიციას განუცხადა, რომ კონერის მიმართ „ბულინგს“ ახორციელებდნენ, რის გამოც ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა. პოლიციამ მისი განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა.
როგორც Associated Press-ი იუწყება, სასკოლო ავტობუსში სათვალთვალო კადრებმა დააფიქსირა, რომ კონერი ინიდენტის დღეს ადეკვატურად მოქმედებდა, ასევე მისი თერაპევტის თქმით, არ არსებობდა წინაპირობა, რომ ბავშვებს თვითმკვლელობა ეცადათ.
გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ მკვლელობის ჩადენამდე, სნაიდერმა „გუგლ“-ში მოიძია სიტყვები - „თვითმკვლელობა“, „სიკვდილი ჩამოხრჩობით“ და ნახა დოკუმენტური კრიმინალური სერიალის ეპიზოდები.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვები ჩამოხრჩობის შედეგად დაიღუპნენ. განაჩენის გამოტანისას სნაიდერის მესამე ვაჟმა, ოუენ სნაიდერმა, მას "მონსტრი" უწოდა. მოსამართლე ტერეზა ჯონსონის განცხადებით, სნაიდერი დანაშაულის ჩადენას არ ნანობს.
0
0