22/10/2024
10:37
მსოფლიო
აშშ-ის შტატ ჰავაიში, დედა-შვილი, რომელიც პლაჟ ოაჰუზე ისვენებდა, ძლიერმა ტალღამ წაიღო. 72 წლის სუზი ჯეტი და მისი 41 წლის ქალიშვილი, ლორა რიჩი, ასევე ერთი მამაკაცი, ზღვაში 20 წუთის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილნი.
მაშველებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ლორა რიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სუზი ჯეტისა და ტურისტი მამაკაცის გადარჩენა კი ვერ შეძლეს.
„აღნიშნული დამსვენებლები ზღვაში სერფინგის დაფებით შესვლას არ აპირებდნენ, [ნაპირზე] იყვნენ და ფოტოებს იღებდნენ, როდესაც ისინი დიდმა ტალღამ წაიღო. ჰავაის ამ ტერიტორიაზე სერფინგისთვის საშიში პირობებია და ფატალური შემთხვევები ხშირია,“ - თქვა ოკეანის სამაშველო სამსახურის სპიკერმა შეინ ენრაითმა.
მაშველების ინფორმაციით, ზღვაზე გამაფრთხილებელი აბრები იყო დამონტაჟებული. ამავე დროს, აშშ-ის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სერფერებს ზღვაზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, რადგან ტალღების მოსალოდნელი სიმაღლე 6 მ-ი იყო.
0
0