25/02/2022
17:05
კონფლიქტები
მერმა კიევის მოსახლეობას სიფხიზლისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა, ასევე, გააფრთხილა მოსახლეობა რომ არ დატოვონ თავშესაფრები.
მან მოქალაქეებს გააცნო კიევში არსებული ვითარება და ქალაქის ხელისუფლების ქმედებები რუსეთის აგრესიის და დედაქალაქში საომარი მდგომარეობის პირობებში.
მერის თქმით, სიტუაცია მძიმე და დაძაბულია. დღეს რუსეთის არმიამ შეუტია კიევს. დილის ოთხი საათის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა დედაქალაქის საცხოვრებელ უბნებზე.
კოშიციის 7-ა-ში საცხოვრებელი კორპუსი რაკეტის შედეგად ძლიერ დაზიანდა. დაშავდა სახლის ოთხი მცხოვრები.
ასევე, რუსული ჯავშანტექნიკის შეჯახების გამო ობოლონში კერძო ავტომობილში სამოქალაქო პირი - ხანდაზმული მამაკაცი დაშავდა.
აქტიური საომარი მოქმედებების მოახლოებასთან დაკავშირებით, ქალაქის ხელისუფლება მოუწოდებს ობოლონის რაიონის მცხოვრებლებს გარეთ არ გავიდნენ, საშიშია.
„დარჩით სახლში - სახლში ან თავშესაფრებში. გასვლა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაშის სიგნალზე მიდიხართ თავშესაფარში. თავშესაფრების რუკა შეგიძლიათ იხილოთ ქალაქის ხელისუფლების ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში. მოვუწოდებ კიევის სხვა რაიონების მოსახლეობას, არ დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფრები. იმისთვის, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდეთ“, - მიმართა კლიჩკომ მოსახლეობას.
მერის თქმით, დედაქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული.
„ქალაქი თავდაცვის ფაზაში შევიდა. ახლა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში სროლები და აფეთქებები ისმის. უკრაინელმა სამხედროებმა რუსული დივერსიული ჯგუფები გაანეიტრალეს. მტერი უკვე კიევშია“, - აცხადებს კლიჩკო.
ვიტალი კლიჩკოს თქმით, ყველა, ვისაც შეუძლია ქალაქის დაცვა, უნდა შეუერთდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს - დაეხმაროს უკრაინელ ჯარისკაცებს.
დღეს შეიარაღებული ძალები იჩენენ გმირობას და თავგანწირვას. ჩვენთვის თქვენთან ერთად. ჩვენი სახელმწიფოს გულისთვის. უკრაინის არმია კიევს იცავს.
„მძიმე ვითარებაა. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ყველანაირად ვეხმარებით. ჩვენ, როგორც ქალაქის ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს“, - განაცხადა კლიჩკომ.
მან აღნიშნა, რომ ჰაერის განგაშის და სირენების ამოქმედების შემთხვევაში - მიწისქვეშა სადგურები ღიაა მცხოვრებლების თავშესაფრისთვის დღის ნებისმიერ დროს, რათა გაუძლოს საფრთხეს.
ამავდროულად, კიევის მერმა კიევის მოსახლეობას წყლის, საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების მარაგისკენ მოუწოდა.
მოამზადეთ თბილი ტანსაცმელი, საბნები - წაიღეთ ისინი თავშესაფარში ყოფნისას.
„ვთქვი და კიდევ ვიტყვი: დღეს არის ძალიან ბევრი დეზინფორმაცია, რომელიც ფართოდ ვრცელდება პანიკის დასათესად. ეს ასევე, არის რუსეთის ომის ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ოფიციალური წყაროების ინფორმაციას ვენდობით“, - განაცხადა კლიჩკომ.
მან ხაზი გაუსვა, რომ რაც არ უნდა რთული იყოს, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო! მხარი დავუჭიროთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც დღეს გვიცავენ და იბრძვიან უკრაინის მიწისთვის.
„დღეს უკრაინა მტკიცედ, ღირსეულად და თავდადებით იცავს თავის თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას და დემოკრატიულ არჩევანს. დიდება უკრაინა“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024