27/02/2022
18:44
სამხედრო
„90 პროცენტით იგულისხმა ბირთვული იარაღი- რუსეთის სამხედრო დოქტრინაში არის ჩანაწერი, რაც გულისხობს შემაკავებელი ძალების გამოყენებას, რუსეთის სხელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. პუტინმა სასიცოცხლო ინტერესებში დაინახა დასავლეთის მხრიდან იზოლაცია, სანქციები, რომლებიც გამოყენებულია და ის წავიდა ვაბანკეზე- განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ნიშნავს თუ არა პუტინის განცხადება ბირთვულ ომს- ამირან სალუქვაძის აზრით, ერთია რომ გასცეს ბრძანება მზადყოფნის და სხვა ამბავია მისი ამოქმედება.
„პუტინის გაჩერება ახლა, მხოლოდ შიგნიდანაა შესაძლებელი. ერთია გასცეს ბრძანება მზადყოფნის და მეორეა ჩამოგდოს ბომბი სადმე. თუ არსებობს ჯანსაღი გონება შიგნით- ეტყვიან, რომ გასულია მომსახურების ზონიდან - რუსეთს ბომბს არავინ ესვრის, დედა შეაგინა ბაიდენმა და ტყვიას ესვრის? მან ადრე გააკეთა განცხადება, რომ ვინც დაეხმარება უკრაინას გამოვიყენებ ბირთვულ იარაღს. სანქციები უნდა ყოფილიყო პირიქით - როგორც კი აღიარა ოკუპირებული რეგიონები, უნდა ყოფილიყო სანქციები- როცა ნელ-ნელა უჭერ, მიგყავს შიზოფრენიამდე, ის გადის ზონიდან. შემდეგ უნდა დაეწყოთ მოხსნა სანქციების“,- განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ ჩემოდანს დაატარებს წლებია და შეუძლია დედამიწა წუთებში დაანგრიოს. ჩრდილოეთ კორეასგან განსხვავებით, რომელსაც ცოტა რაკეტები აქვს და რომელსაც ასეთი განცხადებაც არ გაუკეთებია- სანქციებს თუ არ მომიხსნით, რაკეტებს ვისვრიო.
სალუქვაძის განცხადებით, მუქარის აღსრულება დამოკიდებულია პუტინის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
„ერთია რას აცხადებს და მეორეა შიგნით რას თათბირობენ. შესაძლოა ესაა შეშინების სცენარი. თუმცა, ის წამსვლელია მცირე სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ალბათ არის წამსვლელი, თუ დაინახავს რომ უძლურია აღუდგეს ამ ვითარებას“- თქვა სალუქვაზემ.
ამასთან სამხედრო ექსპერტის თქმით, საქართველო ამ ვითარებაში სწორ პოლიტიკას ირჩევს. რადგან საქართველოსნაირი ქვეყნის მხრიდან რაიმე გაუაზრებელი ქმედება, ძალაინ სავალალო შედეგს გამოიღებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024