19/05/2022
14:16
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის შვილმა კატერინა ტიხონოვამ ოჯახი შექმნა ბავარიის სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელთან იგორ ზელენსკისთან და ბოლო წლების განმავლობაში მასთან ერთად ორ ქვეყანაში – რუსეთში და გერმანიაში ცხოვრობდა. ამის შესახებ გამოცემა “მედუზა” “Важные истории”-ზე დაყრდნობით და მათ ხელთ არსებული დოკუმენტების მითითებით წერს.
ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც “Важные истории” ეყრდნობა, არის 2019 წლის 9 დეკემბერს მიუნხენი-მოსკოვის ჩარტერული რეისის მგზავრების სია. როგორც ირკვევა, ამ რეისით გაფრინდნენ კატერინა ტიხონოვა, იგორ ზელენსკი, მათი ორი წლის ქალიშვილი, ასევე ორი ძიძა, ფორტეპიანოს მასწავლებელი და პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი.
ჟურნალისტებმა ასევე მოიპოვეს ინფორმაცია პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც, სავარაუდოდ, კატერინა ტიხონოვას პირადი მცველია. ამ დოკუმენტებს შორისაა ტიხონოვას, ზელენსკის და მათი ქალიშვილის პასპორტები.
და ბოლოს, ბავარიული ბალეტის წყარომ Der Spiegel-თან განაცხადა, რომ იგორ ზელენსკი სავარაუდოდ, პუტინის შვილის პარტნიორია.
52 წლის რუსი იგორ ზელენსკი ბალეტის წარმატებული მოცეკვავეა, რომელიც იყო მიწვეული სოლისტი დასავლეთის ბევრ თეატრში. 2016 წლიდან 2022 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა ბავარიის სახელმწიფო ბალეტს. ის ასევე არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც ვლადიმერ პუტინის წინადადებით რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კულტურული და საგანმანათლებლო კომპლექსების აშენებას აპირებდა და ცნობილი გახდა 2020 წელს პერსონალის მასშტაბური შემცირების გამო.
0
0