23/04/2022
22:40
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ხელისუფლების სხვა წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მიმდინარე ომის გაჩაღებაზე, სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ამის შესახებ მან კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
„არ მსურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა. მაგრამ, თუ ჩვენ ვგეგმავთ ამ საკითხების მოგვარებას დიპლომატიური გზით, მე უნდა შევხვდე მას. რაც შეეხება იმას, მინდა თუ არა პუტინი ტრიბუნალის წინაშე გამოვიდეს - ადამიანების, ბავშვებისა და ზოგადად, ყველას განადგურების შესახებ, ვინც ეს სამარცხვინო ბრძანებები გასცა, დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს წინაშე წარდგებიან. მე ამის მჯერა. ჩვენ ვიცით, როგორ მიდის საერთაშორისო პროცესი, როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო სასამართლო. ეს გრძელდება წლების განმავლობაში. ჩვენ დაველოდებით და თუ ჩემნაირი ხალხი არ დაელოდება, მაშინ ჩვენი შვილები აუცილებლად დაელოდებიან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0