15/12/2021
16:01
საზოგადოება
მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.
ამასთან, პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საპატრიარქომაც.
„პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.
ცნობისთვის, ღონისძიება ხვალ, 16 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
0
0