17/10/2024
21:22
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლამარა მარგოშვილი და როსტომ ფარეულიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში მექა ხანგოშვილის წიგნის „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ლამარა მარგოშვილი ღირსების მედლით (სიკვდილის შემდეგ) ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის დააჯილდოვა. ჯილდო გადაეცა მის შვილიშვილს, დავით გაურგაშვილს.
ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა საქართველოში კავკასიელ ხალხთა ლინგვისტური მრავალფეროვნების კვლევისათვის, კავკასიელ ხალხთა ენებისა და კულტურის სწავლებასა და წარმოჩენაში, ჩეჩნური ენის გადარჩენა-განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ლინგვისტი კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი როსტომ ფარეულიძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0