30/11/2021
15:06
საზოგადოება
ექსპერტის თქმით, მსგავსი შეტევა მოსალოდნელი იყო სწორედ იმ ძალების მხრიდან, ვინც ონლაინკაზინოებისა და მედიკამენტების ბიზნესთან უშუალო კავშირში მოიაზრება:
„როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეტევა ამ სოციალურად ორიენტირებულ ინოვაციებზე, იმ ძალების მხრიდან წამოვიდა, ვინც ამ სარფიან ბიზნესთან უშუალო კავშირში მოიაზრება. ეს ის ძალებია, ერთის მხრივ, საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე დეკლარირებულად „წუხილს“ რომ გამოთქვამენ, მაგრამ ახალგაზრდა თაობებში ლუდომანიის, ნარკომანიის შემცირების, ხოლო პენსიონერებისთვის წამლების ფასების ხელმისაწვდომობის გამო - ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარი ინტერესების შეზღუდვის გამო, ცდილობენ შური იძიონ მასზე.
პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი სპიკერის, საბა ბუაძის დღევანდელი განცხადებით, მმართველი პარტიის მიზანი არის არა აზარტული თამაშების რეგულირება, არამედ მედიაზე ზეგავლენის მოხდენა.
„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან. მოსახლეობაზე ხელისუფლების ზრუნვასა და „ლელოს“ მხრიდან მედიასაშუალებებისთვის ონლაინ-კაზინოების რეკლამირების აკრძალვაზე წუხილს შორის ტოლობის გავლება ნამდვილად გაგვიჭირდება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
0
0