პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს
23/02/2022
18:19
მსოფლიო
A-
+A
უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც კიევში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერეს ხელი.
როგორც ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ორივე ზემოთ ხსენებული ქვეყნები მხარს დაუჭერენ ამ მიზანს.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ასევე უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის მიმართაც.
0
0
395
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%