პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ სექტორში ურთიერთობას წყვეტს
23/05/2022
14:42
მსოფლიო
A-
+A
„პოლონეთის მთავრობამ გაზის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ რუსეთთან გაფორმებული 30-წლიანი შეთანხმება შეწყვიტა,“ - განაცხადა ორშაბათს პოლონეთის კლიმატის მინისტრმა ანა მოსკვამ.
„პოლონეთი გმობს 1993 წელს გაფორმებულ მთავრობათაშორის შეთანხმებას „იამალ–ევროპა“ ბუნებრივი გაზის შესახებ. უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიამ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპრომი“ სანდო პარტნიორი არ არის“, - წერს ანა მოსკვა „ტვიტერზე“.
შეთანხმება მოიცავდა „იამალ-ევროპის“ მილსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და საექსპლუატაციო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია პოლონეთის გავლით გაზის ტრანზიტთან.
0
0
298
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%