22/10/2022
12:23
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ბოლო პერიოდში, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემოსვანეთსა და იმერეთში 7 პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლიიარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოსთანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამადპირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლომასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნაძალადევის რაიონში, ი.გ.-ის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალისუკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2პირი: 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1978 წელს დაბადებული ა.თ. დააკავეს.პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლიიარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონისსამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებომოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.პ.ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზეადაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლიიარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღო.მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის სამმართველოსთანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე,1994 წელს დაბადებული ლ.ც. თიანეთში დააკავეს. სამართალდამცველებმა,დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლიიარაღი, მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.რაც შეეხება 1994 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ დაამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბ.ბ.-ს, იგი ამავე ბრალდებითდააკავეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოსთანამშრომლებმა. სამართალდამცველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულისსაცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს გადაჭრილი ორლულიანისანადირო თოფი 1 ვაზნით და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. „გეკო“. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოშეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ემუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
0
0