პოლიციამ პარლამენტთან მომიტინგეების დაკავება დაიწყო
30/04/2024
23:31
სამართალი
A-
+A
ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროისთვის ტერიტორიიდან არაერთი მომიტინგეა გაყვანილი.
ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები.
როგორც აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა განაცხადა, დაკავებულები იქნენ სამართალდამრღვევები ადმინისტრაციული წესით. მისი თქმით, პოლიციის ბევრი თანამშრომელია დაშავებული.
„სამართალდარღვევა გამოიხატებოდა პოლიციის დაუმორჩილებლობაში. ბოთლების წვიმას ხედავდით? ყველამ ნახა! მადლობა, რომ ამდენი კამერებით ხართ, ყველა დაინახავთ ყველაფერს. ჩვენი ბევრი თანამშრომელია დაშავებული“,- განაცხადა სამართალდამცველმა.
0
0
210
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%