15/07/2024
20:06
სპორტი
პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალ-ვაჟთა შერეული ნაკრები. ჩვენმა გუნდმა პირველ დიდ წარმატებას 2021 წელს უფაში ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია. შერეულ გუნდებს შორის საქართველო კონტინენტის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ მომენტში კი კვლავ ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა და მეტოქე მარტივად დაამარცხა.
ჩვებმა ნაკრებმა 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში (ვაჟთა და ქალთა შერეული გუნდი) გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება შერეული სისტემით (ვაჟთა და ქალთა შერეული გუნდი) ტარდება, საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
ეჯიბრება კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში იმართება. 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ფრანგმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს, ფინალში მათ იაპონიის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.
საქართველო გუნდურ შეჯიბრში პარიზის ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია – ჩვენი ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე 3 აგვისტოს გამოვა.
0
0