05/09/2022
13:45
მსოფლიო
2002 წლის შემდეგ პირველად ევროს კურსმა 0,9881 აშშ დოლარი შეადგინა. ევრო რეკორდულად გაუფასურდა 20 წლის არსებობის მანძილზე. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ევროპული ვალუტა უკრაინაში მიმდინარე ომის და ევროპაში არსებული გაზის კრიზისის ფონზე უფასურდება. უკანასკნელად ასეთი კურსი 2002 წლის ბოლოს დაფიქსირდა.
ევროპული ვალუტა ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფასურდებოდა. 2022 წლის ივლისში ის დოლარს გაუთანაბრდა, ახლა კი 1 ევრო 1 დოლარზე ნაკლები ღირს. ახლა ევროპელ მომხმარებლებს იმპორტირებული საქონელში მეტი ფულის გადახდა მოუწევთ, მაშინ როდესაც ევროპული საქონელი მსოფლიო ბაზარზე უფრო იაფი გახდება.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საკრედიტო განაკვეთები უკვე გაზარდა, რათა ინფლაცია შეაჩეროს. ანალოგიურ ზომებს აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემა ახორციელებს, რადგანაც ინფლაცია აშშ-შიც საკმაოდ მაღალ დონეზეა.
0
0