19/12/2021
17:01
სამხედრო
ამავე ცნობით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პირველი ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ამავდროულად, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაღუპული კაპრალ ღვთისო თომაშვილის სახელობის სკვერიც გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, აღმოსავლეთის სარდალი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024