პირველ გემებს ანაკლიის პორტი 2029 წლისთვის მიიღებს - ირაკლი კობახიძე
07/10/2024
20:55
ეკონომიკა
A-
+A
პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტის მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში, 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
„ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2029 წელს. პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის. 600 000 კონტეინერი წელიწადში, ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის, ეს რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
289
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%