11/12/2021
10:46
საზოგადოება
ქარტიისადმი მიმართულ წერილში თეა გოდოლაძე აცხადებს: „ჟურნალისტი წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს საქართველოს ეროვნული სეისმური ცენტრის მიერ ინფორმაცია სრულად დახურულია. მეტიც, მას რუსეთს ადარებს”. და აქვე მოჰყავს ციტატა სტატიიდან.
„რამდენად მოგებიანია დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას აპირებს წევრობაზე, თავს იწონებდეს რუსეთის გვერდით დგომით?
თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთიც კი უფრო წინ წასულია და იქაური სეისმური ცენტრი, განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, სეისმურ მონაცემებს ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს, მით უმეტეს მეცნიერებს“. შემდეგ აგრძელებს თავის მოსაზრებას.
თეა გოდოლაძე: გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაცია ფაქტობრივად არაზუსტია – სინამდვილეში საქართველოდან, ზოგადად სეისმური მონაცემები დახურული არ არის და ის რუსეთისგან განსხვავდება (და მონაცემების ღიაობაზე და ღიაობის წესსზე ჟურნალისტს ძველ ინტერვიუში გოდოლაძეც მიუთითებს), კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება: არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჟურნალისტი საქართველოს სეისმური ინსტიტუტის რუსეთთან შედარებით ახდენს სეისმოლოგიური ცენტრის იმიჯის დისკრედიტაციას, თითქოს საქართველო ამ მხრივ რუსეთს არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაცია ხდება კვლავ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. „ – ეს გახლავთ ციტატა თეა გოდოლაძის მიმართვის ტექსტიდან.
სინამდვილეში, თეა გოდოლაძე ურცხვად ატყუებს ქარტიას, როდესაც წერს თითქოს ჟურნალისტი ადარებს სეისმური ცენტრის ქმედებებს რუსეთისას და წარმოგიდგენთ ამის დამადასტურებელ აუდიოჩანაწერს, სადაც ამ უკანასკნელს თავად მოჰყავს ერთ-ერთ შესადარებელ ქვეყნად რუსეთი და კითხვა პასუხი, რომელსაც ამ ვიდეოში მოისმენთ, გამოიყურება ასე:
აიპრესი: ვთქვათ, იმ მეცნიერებს, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ, თუნდაც მიწისძვრების შესახებ მონაცემები, როგორი შანსები აქვთ თქვენთან და როგორია მათთვის მონაცამებზე ხელმისაწვდომობა?
თეა გოდოლაძე: არის საერთაშორისო ცენტრები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ეს მონაცემები დაბეჭდილია რაც საქართველოშია, ასეთ რაღაცას არავინ არ აკეთებს. სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ქსელი დახურულია.
როგორც ხედავთ, თეა გოდოლაძეს თავად მოჰყავს რუსეთი მაგალითად და რაც მთავარია, არა ცუდ, არამედ თავისი ქმედებების გასამართლებელ მაგალითად.
ამ ეპიზოდს ამით დავასრულებთ და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე და წარმოგიდგენთ „აიპრესის“ პოზიციას მიმდინარე დავაზე.
საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი“ და მე, ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე, ავტორი იმ სტატიისა, რომლის გამოც თეა გოდოლაძემ ქარტიას მიმართა, არ გახლავართ ქარტიის წევრი. ამას არაერთი მიზეზი აქვს, რის ჩამოთვლასაც ამ სტატიაში არ ვაპირებთ.
პრინციპები, რომელსაც ჩვენი მედიასაშუალება და პროფესიონალთა გუნდი ემსახურება, არ საჭიროებს რაიმე დამატებით ბერკეტებს იმისთვის, რომ დავიცვათ ჟურნალისტური ეთიკის ყველა მნიშვნელოვანი პრინციპი. ამას ვაკეთებთ დაარსების დღიდან დღემდე.
სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, ანუ 2014 წლიდან დღემდე, „აიპრესის“ წინააღმდეგ არ ყოფილა არცერთი საჩივარი სასამართლოში.
„აიპრესი“ გახლავთ მაღალი სტანდარტების პროდასავლური მედიასაშუალება და სწორედ ამიტომ, 2016 წლიდან დღემდე ვართ მსოფლიოში ცნობილი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის LATO-ს ერთ-ერთი მთავარ საინფორმაციო მხარდამჭერი და პარტნიორი მედიასაშუალება რეგიონში.
სწორედ იმიტომ, რომ „აიპრესი” არის მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მქონე მედიასაშუალება, არაერთხელ შეგვარჩიეს პანდემიის დროს მონაწილედ „ჯანმო”-ს პირდაპირ ეთერში გამართულ პრსეკონფერენციებში, რის შემდეგაც ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტიდან მივიღეთ მადლობის წერილი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევისთვის.
სწორედ იმიტომ, რომ „აიპრესისთვის” უმნიშვნელოვანესია დასავლური ღირებულებები, არასდროს ვაშუქებთ ისეთი სახის ინფორმაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს პრორუსულ პროპაგანდას, თუნდაც პრორუსულ მედიასაშუალებებთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ პერსონებთან დებატებში შესვლით ან მათი გამოსვლების გაშუქებით.
სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ უარი ვთქვით გავაშუქოთ მკვეთრად პრორუსული მიმდინარეობის მქონე “ალტ ინფოს” აქტივობები.
შესაბამისად, უარს ვამბობთ რაიმე სახის განხილვებში შევიდეთ საჯარო მოხელესთან, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძესთან, რომელიც პერონალურ პრესკონფერენციებს აწყობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაარსებულ მედიასაშუალება „სპუტნიკში”, იმ მედიასაშუალებაში, რომელსაც ფეისბუკზე ოფიციალურად აქვს მინიჭებული „რუსეთის სამთავრობო მედიის” სტატუსი.
უარს ვამბობთ, რაიმე ფორმით ვესაუბროთ პერსონას, რომელიც მიდის „სპუტნიკში” და საუბრობს „ჰესების მავნებლობაზე”, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ მოცემულობში, ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ აღნიშნული საჩივარი, (რომელსაც არ ახლავს არცერთი მტკიცებულება, რაც დადასტურდა კიდეც „აიპრესის” შეპასუხების შედეგად მიღებული პასუხებით,) ემსახურება მხოლოდ “აიპრესზე ზეწოლას” და თეა გოდოლაძის საქმიანობის საეჭვო ასპექტების წარმოჩენის ჟურნალისტური გამოძიების შეჩერებას. ეს კი არანაირად წარმოადგენს ეთიკის ქარტიის განხილვის საგანს. გაუგებარია, რა უნდა განიხილოს ქარტიამ, როცა თეა გოდოლაძეს მტკიცებულებების დასადასტურებლად არცერთი დოკუმენტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც ამ დოკუმენტების დასახელებებიც კი.
რაც შეეხება ქარტიას, აქვე დავაფიქსირებ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ფაქტს ვფლობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს არა მხოლოდ თეა გოდოლაძის, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ „აიპრესის” წინააღმდეგ, რასაც ჩვენ მოგვიანებით გავაჟღერებთ, რათა ხელი არ შევუშალოთ განხილვის პროცესს. მანამდე კი უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ, კარგად დაფიქრდეთ და ყველა ფაქტს ყურადღებით გადახედოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.
ახლა კი, ტრადიციულად, „აიპრესის“ მკითხველს ვთავაზობთ ყველა საკითხს დეტალურად, თუ ვინ არის თეა გოდოლაძე და რა მიზნებს ემსახურება მისი პრესკონფერენციები სპუტნიკში:
2021 წლის 4 აგვისტო – თეა გოდოლაძის პრესკონფერენცია პუტინის ბრძანებით შექმნილ “სპუტნიკში” – როგორ აიტაცა რუსეთის მედიამ თეა გოდოლაძის ციტატები საქართველოში არსებულ საფრთხეებზე
4 აგვისტოს, როდესაც თეა გოდოლაძემ “აიპრესს” ქარტიაში უჩივლა და სხვა საკითხებს შორის პრეტენზია „რუსეთის ეპიზოდზე“ ჰქონდა, უფრო სწორად, თავს შეურაცხყოფილად წარმოაჩენდა თავისი საქმიანობის რუსეთთან შედარების გამო, თავად რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად „სპუტნიკში“ წავიდა და პრესკონფერენცია მოაწყო.
მოდით, ორიოდე სიტყვით ჩვენს მკითხველს შევახსენოთ როგორი მედიასაშულებაა “სპუტნიკი”.
დავიწყოთ იმით, რომ “სპუტნიკი” შექმნილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის N894 ბრძანებულებით 2013 წლის 9 დეკემბერს. პუტინმა ამ წელს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „რასია სეგოდნია“. იხილეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სწორედ „რასია სეგოდნიას“ წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე „სპუტნიკი”. იხილეთ ასევე ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ფეისბუკმა” კი სპუტნიკს ოფიციალურად მიანიჭა „რუსეთის ხელისუფლების“ კონტროლირებადი მედიის სტატუსი. იხილეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„სპუტნიკის” მაუწყებლობა აკრძალულილია ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში. 2020 წელს, ესტონეთის სამართალდამცავებმა Sputnik-ის ესტონეთის განყოფილებას გაუგზავნეს გაფრთხილება, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
ქართული IDFI კი იუწყება: „მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებგვერდი გამოირჩევა ანტიდასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს.თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტმასალების ვირუსული გავრცელება.
საქართველოში რუსული მედია საშუალებებიდან ქართულ ენაზე მხოლოდ „სპუტნიკი-საქართველო“ ფუნქციონირებს. თავად „სპუტნიკი“ (Sputnik) კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მულტიმედიური პროექტია, რომელიც გლობალურ მასშტაბზე 2014 წლიდან გავიდა. [3]საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიო მაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში, „რ-რადიოს“ კუთვნილ FM 101.4 სიხშირეზე, უკანონოდ სცადა. მაუწყებლობის დაწყებიდან მალევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) „რ-რადიოზე“ სანქციები დააწესა და დააჯარიმა. [4] ამ შემთხვევის შემდეგ, „სპუტნიკი-საქართველო“ მხოლოდ ონლაინ პლატფორმით სარგებლობს.
რატომ თანამშრომლობს თეა გოდოლაძე “სპუტნიკთან? – რა პასუხი აქვს მას?
2021 წლის 4 აგვისტოს, თეა გოდლაძე “სპუტნიკის” საპრესკონფერენციო სივრცეს ესტუმრა და პრესკონფერენცია გამართა. იხილეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბმული
დამადასტურებელი დოკუმენტი და ბმული.
ეს არ გახლავთ ერთჯერადი თანამშრომლობა აღნიშნულ მედიასაშუალებასთან. პრესკონფერენცია თემაზე, თუ რამდენად საშიშია ჰესების მშენებლობა საქართველოში, ამ უკანასკნელმა იგივე “სპუტნიკისთვის” 2019 წელსაც მოაწყო. იხილეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სპუტნიკთან თანამშრომლობის შესახებ „აიპრესმა” კითხვით მიმართა თეა გოდოლაძესაც და მის ზემდგომს, ილიაუნის რექტორს გიგა ზედანიას.
„აიპრესის” კითხვა თეა გოდოლაძეს: ათანხმებთ თუ არა ილიაუნის ხელმძღვანელობასთან, როდესაც თანამშრომლობთ რუსეთის მიერ კონტროლირებად მედიასთან „სპუტნიკთან“, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში საერთოდ აკრძალულია?
თეა გოდოლაძის პასუხი: სეისმური მონიტორინგის ცენტრი ვალდებულია მიაწოდოს მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ საინფორმაციო გამავრცელებელს. გარკვეული რეგულაციების პირობებში ა.შ.შ.-თან ერთად გვაქვს საერთაშორისო პროექტი, სადაც რუსი მეცნიერებიც მონაწილეობენ.
თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ სპუტნიკს” აწვდის ინფორმაციას მიწისძვრების შესახებ. მოდით, ვნახოთ, რა ინფორმაცია ქვეყნდება „სპუტნიკზე” და როგორ ავრცელებენ მას სხვა რუსული მედიასაშუალებები.
ეს კი გახლავთ თეა გოდოლაძის ციტატა, რომელიც მან ჰესებთან დაკავშირებით რადიო „სპუტნიკს” განუცხადა: „მათი შენახვა, მოვლა და მართვა ძალიან ძნელი პროცესია და ეს ჩანს ენგურიჰესის მაგალითზე. ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ქართული სახელმწიფო რეალურად ამისთვის მზად არაა“.
„აიპრესმა” კითხვით მიმართა ილიაუნის რექტორს გიგა ზედანიასაც: არის თუ რა ბატონი გიგა ზედანიასთვის ცნობილი იმის შესახებ, რომ მისი თანამშრომელი თეა გოდოლაძე თანამშრომლობს რუსეთის მიერ კონტროლირებად მედიასთან, „სპუტნიკთან“ და მართავს მის სტუდიაში პრესკონფერენციებს? თუ ცნობილია, იყო თუ არა ეს შეთანხმებული ილიაუნის ხელმძღვნელობასთან ან საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან?
პასუხი: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, ფუნქციურად ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ინსტიტუციაა – მან მყისიერად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოს, მედიას და საზოგადოებას, მაგალითად, მომხდარი მიწისძვრის შესახებ. საქმიანობის ამ სპეციფიკის გათვალისწინებით, ის დაფუძნების დღიდან, დამოუკიდებლად წარმართავს და ხელმძღვანელობს აღნიშნულ პროცესს უნივერსიტეტის სხვა რგოლებთან შეთანხმების გარეშე.
ასევე, არ ვფლობთ ინფორმაციას რუსეთის მიერ ოფიციალურად კონტროლირებად მედიასაშუალებებთან ჩვენი რომელიმე თანამშრომლის კავშირების და თანამშრომლობის (მისი ფორმების) შესახებ.
ახლა კი წარმოგიდგენთ ფაქტებს, თუ რა რეაგირება მოჰყვება ხოლმე რუსულ მედიაში თეა გოდოლაძის „სპუტნიკში“ გამართულ პრესკონფერენციებს:
]დასკვნის სახით: კიდევ ერთხელ გთავაზობთ თეა გოდოლაძის ციტატას, რომლითაც მან ქარტიას მიმართა: “არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჟურნალისტი საქართველოს სეისმური ინსტიტუტის რუსეთთან შედარებით ახდენს სეისმოლოგიური ცენტრის იმიჯის დისკრედიტაციას, თითქოს საქართველო ამ მხრივ რუსეთს არ ჩამოუვარდება”.
ანუ, რუსეთთან შედარება (რაც თავად გოდოლაძემ გააკეთა და არა „აიპრესმა”) ქალბატონი თეა გოდოლაძისთვის თურმე სეისმოლოგიური ცენტრის იმიჯის დისკრედიტაციაა. რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმებით თეა გოდოლაძეს და მოვუწოდებთ, რომ სხვა დროს ნუღარ მოიყვანს რუსეთს მაგალითად.
თეა გოდოლაძის შეურაცხმყოფელი და ბულინგის შემცველი განცხადებები ჟურნალისტების მიმართ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ვურჩევთ შეისწავლოს განმცხადებლის ეთიკური ნორმები, რომლითაც ის ჟურნალისტებთან ურთიერთობს?
სანამ ტერმინ „რეპუტაციაზე” „პროფესიულ შეურაცხყოფასა” და „დისკრიმინაციის” განმარტებაზე გადავალთ, რომლითაც თავად თეა გოდოლაძეა აქტიურად დაკავებული სოციალურ ქსელში და რომლის დამადასტურებელი ფატების ნაწილს წარმოგიდგენთ დღეს, მოკლედ მიმოვიხილავთ 4 აგვისტომდე, ანუ თეა გოდოლაძის მიერ ქარტიასთვის მიმართვამდე მიმდინარე მოვლენებს.
1. 2021 წლის 8 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ ეთიკისა და სტანდარტის ყველა ნორმის დარღვევით გაავრცელა დეზინფორმაცია და შეეცადა სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეყვანა შეცდომაში.
2. ფაქტობრივად, საჯარო მოხელემ, რომელსაც სახელმწიფომ ანდო უმნიშვნელოვანესი ცენტრის, სეისმოლოგიის ხელმძღვანელობა და რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიული დანიშნულების ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე, თავად გაავრცელა დეზინფორმაცია. შეულამაზებლად რომ ვთქვათ მოიტყუა და მეცნიერისთვის ესოდენ შეუფერებელი საქციელით გადაწყვიტა საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
3. „აიპრესი” და მისი გუნდი, რომელსაც დღიდან დაარსებისა დღემდე, არ ჰქონია არანაირი დავა არცერთ დაინტერსებულ მხარესთან, არ ჰქონია არცერთი სასამართლო პროცესი და რომლის მთავარი მიზანი დაარსების დღიდან დღემდე გახლავთ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, საჭიროდ მიიჩნევს ფაქტობრივი მასალების გამოქვეყნებას და ქალბატონი თეა გოდოლაძის მხილებას იმ ტყუილში, რომლის გავრცელების გამო მას ბოდიშიც კი არ მოუხდია.
4. აქვე განვმარტავთ, რომ ცხადია, აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება ჩვენ მაშინვე შეგვეძლო, მაგრამ დაველოდეთ გარკვეული პერიოდი, თავისსავე გვერდზე და ასევე “„აიპრესის” ოფიციალურ გვერდზე, სადაც მან ეს ტყუილი გაავრცელა, თუ მოუხდიდა თეა გოდოლაძე ბოდიშს საზოგადოებას შეცდომაში შეყვანისთვის. მან ეს არ გააკეთა.
5. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვაგროვებდით ინფორმაციებს სხვადასხვა უწყებებიდან და ვაზუსტებდით ფაქტების უტყუარობას, რომელზედაც ის ინტერვიუში გვესაუბრა. ასევე, ველოდებოდით პასუხს ილიაუნისგან, რომელსაც კითხვები 16 ივლისს გავუგზავნეთ. პასუხი კი 26 ივლისს მივიღეთ, ისიც არასრულად.
ფაქტი N1: თეა გოდოლაძემ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ ფეისბუკგვერდზე და ასევე თავის პირად გვერდზე გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია:
„არ ვიცნობ არცერთ ჟურნალისტს ამ საინფორმაციო სააგენტოდან. თქვენ (სააგენტო) ავრცელებთ სტატიას, სადაც ერთი სიტყვაც კი არ არის მართალი და თქვენი ჟურნალისტი არც კი დამკავშირებია. სტატია ეხება ენკას და გეოფიზიკის ინსტიტუტის დანაშაულებრივ საქმიანობას წაგლიჯოს ჩვენს გუნდს მონაცემები და ფული აკეთოს უკანონოდ დიდი ალბათობით შეკვეთილი სტატიაა. როგორ მოვიქცეთ ახლა ?! აიღებთ სტატიას და შევწყვეტთ ბრძოლას?”
დავაკვირდეთ განცხადების ფორმას: თეა გოდოლაძე, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ინტერვიუ მოგვცა, მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ მოეწონა თავისივე განცხადებები, უხეშად ერევა მედიასაშუალების სარედაქციო საქმიანობაში და მოგვიწოდებს, რომ ავიღოთ გამოქვეყნებული სტატია!!!!
პირველი: სტატიას მალევე მოყვა ინტერვიუს სრული აუდიოჩანაწერი იმის სადემონსტრაციოდ, რომ გოდოლაძის მიერ მოცემული ინტერვიუ, უცვლელად, სიტყვასიტყვით ემთხვეოდა სინქრონს. აქვე გთავაზობთ ამ ჩანაწერის აუდიოვერსიას და ინტერვიუს ბმულს:
თეა გოდოლაძე: ბოლო 2 წელიწადია სახელმწიფოსგან კაპიკი არ მიგვიღია, ხელფასები ირიცხება მარტო! სეისმური ცენტრი რომ აქვს ამ ქვეყანას, ჩვენი გუნდის დამსახურებაა
მეორე: მიუხედავად ამისა, არც თეა გოდოლაძეს და არც ილიაუნის ინსტიტუტს, რომლის თანამშრომელიცაა, საჭიროდ არ ჩაუთვლია, საზოგადოებისთვის და „აიპრესისთვის“ მოეხადა ბოდიში ამ ტყუილის გავრცელებისთვის.
მესამე: თეა გოდოლაძე, ქარტიის სარჩელში წერს, რომ „აიპრესი“ ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს და არ გადაამოწმა ინფორმაცია არც სხვა საჯარო და ინფორმაციულ წყაროებთან. სინამდვილეში კი, მთავარ სტატიაში, რომლის ბმულიც მიბმულია სადავო სტატიაზე, მითითებულია თავად გოდოლაძის სრული ინტერვიუს ბმულიც, საიდანაც დაინტერესებულ მხარეს შეუძლია დეტალურად გაიგოს ყველაფერი, მათ შორის, არაერთი საჯარო უწყების პასუხიც.
თეა გოდოლაძე ჟურნალისტებს: ყ-ობას წერთ… როდესაც ყ-ობას ლაპარაკობთ, უნდა შეგისწოროთ…
ქარტიისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: მასალა (ანუ „აიპრესის“ სტატია. ავტ თამარ ლეფსვერიძე) შეიცავს დისკრიმინაციულ ინფორმაციას, პროფესიულ შეურაცხყოფას და პროფესიულ ბრალდებებს თეა გოდოლაძის მიმართ, რომლის საშუალებაც ჟურნალისტმა ასევე მხოლოდ ერთ წყაროს მისცა (გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელს ნინო წერეთელს) და არ მასზე პასუხის მოძიება არ სცადა მეორე მხარიდან, არც ბრალდების სისწორის გადამოწმება სხვა წყაროებთან.
ჟურნალისტმა აუდიტორიას მიაწოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც სიტუაციას წარმოაჩენს ცალმხრივად და არ უზრუნველყოფს სურათის და სიმართლის სრულად წარმოჩენა. არ სცა პატივის საზოგადოებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არ გადასცა ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყაროც დადასტურებული.
როგორც ხედავთ, თეა გოდოლაძე იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: “შეურაცხყოფა”, “პროფესიული ბრალდება”, “პატივისცემა” და “დისკრიმინაცია”…
მაშინ, როდესაც, სოციალური ქსელი გაჯერებულია თეა გოდოლაძის შეურაცხმყოფელი და ბულინგის შემცველი განცხადებებით და ცრუ ბრალდებებით ყველა იმ მედიასაშულების წარმომადგენლის მიმართ, რომლის მიერ მომზადებული სტატია ან რეპორტაჟი მისთვის და მისი პირადი ინტერესებისთვის მიუღებელია.
მათ შორის აღმოჩნდა არაერთი ცნობილი ჟურნალისტი და ამის დამადასტურებელ ფაქტებს წარმოგიდგენთ სქრინების სახით. დავიწყოთ “აიპრესის” ჟურნალისტებით.
საგულისხმოა, რომ თეა გოდოლაძის საყვარელი სიტყვა გახლავთ “ყ-ობა” და სწორედ ამ გამოთქმით “აყენებს მთავარ შეურაცხყოფას” ოპონენტებს და მედიის წარმომადგენლებს მეცნიერი ქალი, ეროვნული სეისმური ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ილიაუნის თანამშრომელი. მათ შორის გახლავართ მეც, თამარ ლეფსვერიძე.
მას შემდეგ, რაც დაგვაბრალა, თითქოს მისი ინტერვიუ საერთოდ არ ჩაგვიწერია, ურთიერთობის ამ ფორმაზე გადმოვიდა და “აიპრესის” ჟურნალისტს ირმა მესხიას მოუწოდა თავისი გვარი ისე ჩაესწორებინა “ფეისბუქზე”, როგორც თავად თვლიდა საჭიროდ (?!).
„პალიტრა ტივის” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ მეტრეველი თეა გოდოლაძემ თავისი საყვარელი ტერმინით შეამკო, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მომზადებული გადაცემა არ მოეწონა.
გამონაკლისი არც კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა, სააგენტო „ბიემჯის” რედაქტორი თელარა გელანტია აღმოჩნდა და მანაც მხოლოდ იმიტომ დაიმსახურა თეა გოდოლაძის რისხვა, რომ მის მიერ მომზადებული სიუჟეტი გოდოლაძის ინტერესებს არ დაემთხვა.
ჟურნალისტს ყოველგვარი ფაქტების გარეშე, მხოლოდ იმიტომ რომ სიუჟეტი არ მოეწონა ადანაშაულებს ენკასთან არაკეთილსინდისიერ კავშირში.
კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა, ნინო ჭელიძე აღმოჩნდა თეა გოდოლაძის ლანძღვის ობიექტი, ამჯერზე ქალბატონ თეას ნინო ჭელიძის ფეისბუქზე განხორციელებული აქტივობა არ მოეწონა. ნინოს განსხვავებული აზრი მისთვის, როგორც ყველა განსხვავებული აზრი, მიუღებელი აღმოჩნდა.
ეს არ გახლავთ სრული ჩამონათვალი იმ შეურაცხყოფებისა, რასაც თეა გოდოლაძე ოპონენტების მიმართ იყენებს.
და რაც მთავარია, თეა გოდოლაძე საგულდაგულოდ მალავს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს და უკვე თვეების განმავლობაში თავს არიდებს ინსტიტუტის მიერ მომზადებული არა მხოლოდ ფინანსური, არამედ საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოწოდებას. ასე რომ, მისი განცხადება, თითქოს ის მუშაობს გამჭვირვალედ და მზად არის პასუხი გაგვცეს ყველა კითხვაზე, არის მორიგი ტყუილი. ატყუებს ქარტიასაც და საზოგადოებასაც.
ამის დამამტკიცებელ ფაქტად გთავაზობთ ჩვენს ოფიციალურ მიმოწერებს მეილის საშუალებით. წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებს:
ამ კითხვებთან დაკავშირებით, თეა გოდოლაძეს ჯერ კიდევ პირველ ოქტომბერს შევახსენეთ, პასუხების გაცემა, რაზეც მან 5 ოქტომბერს გვიპასუხა, რომ მალე გვიპასუხებდა… პასუხი ამ დრომდე არ ჩანს…
სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა „აიპრესის” ერთგული მკითხველისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ნდობისთვის და იმ ღირებულებების გაზიარებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ერთად ვემსახურებით.
პატივისცემით, „აიპრესის” მთავარი რედაქტორი, თამარ ლეფსვერიძე.
0
0