პიროტექნიკით დაშავებული 6 ბავშვი შემოიყვანეს იაშვილის კლინიკაში, მათგან 5-ის მდგომარეობა იყო მძიმე და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ - ივანე ჩხაიძე
04/01/2022
12:44
საზოგადოება
A-
+A
პიროტექნიკით დაშავებული 6 ბავშვი იყო შემოყვანილი იაშვილის კლინიკაში, მათგან 5-ის მდგომარეობა იყო მძიმე და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. 4 აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, წლიდან წლამდე პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვთა რიცხვი არ იკლებს.
„ყოვლად აუხსნელია მშობლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბავშვების ჯანმრთელობის მიმართ, რაც მართლაც შემაშფოთებელია. ყოველწლიურად ასეთი ბავშვების რაოდენობა არ იკლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევებში ხშირია არამხოლოდ დამწვრობა, არამედ, სამწუხაროდ, ხელის გარკვეული ნაწილის დაკარგვაც კი, რაც ბავშვებს მთელი ცხოვრების დაღს ასვამს. ფაქტია, რომ ეს არის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია, რომელიც გვიჯდება ბავშვების ჯანმრთელობის ფასად“, - განაცხადა ჩხაიძემ.
0
0
378
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%