16/12/2022
10:33
სამართალი
“სრული კომფორტია შექმნილი, ამას თუ პატიმრობა ჰქვია, არ ვიცი. პატიმრობა არ იყო ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ის იყო ტანჯვა-წამება და პატიმრობაც არ ჰქვია იმ პირობებს, რაშიც დღეს სააკაშვილია – 2-ოთახიანი პალატა აქვს გამოყოფილი კლინიკაში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულია, რაც არღვევს თანასწორობის პრინციპს.
„ის სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულია, რაც ცალკე აღებული, ბუნებრივია, პრობლემაა, რადგან თანასწორობის პრინციპი ირღვევა. არ შეიძლება ერთ პატიმარს ჰქონდეს სხვა პირობები მეორე პატიმართან შედარებით, თუ ერთი და იგივე მოცემულობაა. ეს მოცემულობა რეალურად გვაქვს – სხვა პატიმარი იქნებოდა ციხეში, მაგრამ ეს კონკრეტული პატიმარი არის სამედიცინო დაწესებულებაში.
აქ არის უთანასწორობის ელემენტები, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენ მასში ვერ ჩავერევით – ეს იყო იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილება. აქ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს. იურიდიულად არასწორია, მაგრამ შეიძლება ასე ჯობდა, მე ვერ შევიჭრები იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უსამართლობა არასდროს არის კარგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0