23/02/2022
11:22
კონფლიქტები
მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი შემოიღო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ახალი ქვეყნების შექმნის სურვილით შეპყრობილი პუტინი ყველა საერთაშორისო სამართალს არღვევს
"ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შემდგომი შესვლისთვის ნიადაგს ამზადებს. მან ამის ნებართვა სახელმწიფო დუმისგანაც მოითხოვა", - თქვა მან.
ბაიდენმა თავის გამოსვლაში ძირითადი დებულებები ჩამოთვალა:
• «ჩრდილოეთის ნაკადი-2» დაიბლოკება;
• 150 ათასი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარზეა მობილიზებული და შეტევისთვის მზადაა;
• რუსული ელიტისა და რუსეთის ფედერაციის სუვერენული ვალის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა;
• სანქციები რუსეთის ორ ბანკს დაუწესდა;
• შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას თავდაცვის სფეროში;
• თუ რუსეთის ფედერაციის ჯარები ბელარუსს არ დატოვებენ, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია თავდაცვითი ხასიათის იარაღით გაძლიერდებიან;
• პუტინის განცხადებებში ევროპულ უსაფრთხოებაზე დიალოგისადმი ინტერესზე არაფერი მიუთითებს;
• აშშ-ს რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლის სურვილი არ აქვს, მაგრამ უნდა, რომ ნატოს ტერიტორიების თითოეული სანტიმეტრი დაიცვას;
• რუსეთის ფედერაციამ უკრაინას დიდი ტერიტორია ჩამოაჭრა და მსგავს ქმედებებს დღესაც აგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის გამოსვლის შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსი 78,72 რუბლამდე დაეცა, ევროსი კი 87,82 ₽-მდე.
0
0