12/11/2024
12:42
პოლიტიკა
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოკიდებულია ოპოზიციის ქმედებებზე, მათ საქციელსა და განცხადებებზე - „ქართული ოცნება“ აკვირდება და დინამიურად მიჰყვება პროცესებს, გამომდინარე იქედან, თუ რა სიტუაცია იქნება და როგორ დაჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ეს განცხადება პარლამენტში მმართველი გუნდის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის მტკიცებით, საკონონსტიტუციო სასამართლოს გაცილებით მეტი მტკიცებულება ექნება, ვიდრე პოლიტიკური პარტიის აკრძალვას შეიძლება დაედოს საფუძვლად.
როგორ მან ამ კონტექსტში აღნიშნა, „პოლიტიკური ძალები ქვეყანას მტრობენ და ამას საჯაროდ აკეთებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“.
მაჭარაშვილმა აქვე დასძინა, რომ ვიდრე ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობაა“, პოლიტიკურ სივრცეში ჯანსაღი ოპოზიციის ადგილი ვერ მოიძებნება.
„საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწოდებულია, ანტიკონსტიტუციური განცხადებები აკეთოს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს გაუწიოს ორგანიზება. ასეთი პოლიტიკური პარტიები ევროპაშიც ბევრი აკრძალულა, რისი მაგალითებიც გვაქვს.
თუ პროცესს დააჩქარებენ, სამართლებრივ აქტს მიიღებენ!
პარტიების აკრძალვის პრაქტიკა არსებობს ევროპაში და გარწმუნებთ, რომ იმაზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს, ვიდრე პარტიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს.
პარტიის ლიდერი, რომელიც პირდაპირ მტრობს ქვეყანას, უცხოელებს საჯაროდ ეუბნება, რომ საქართველოში შავი ხვრელები არსებობს, რაც არ მტკიცდება, პარლამენტზე ახორციელებს შტურმს, ხალხში ზიზღს თესავს, უცხოელები ამბობენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ხოლო ის ხალხს ატყუებს - ეს და სხვა მრავალი მტკიცებულება არსებობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0