25/12/2021
16:49
საზოგადოება
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, ეს ცვლილება განპირობებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უკეთესი ინსტიტუციური მოწესრიგების საჭიროებით.
„კერძოდ: დღეს არსებული სახით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც პერსონალური მონაცემების დაცვას, ისე საგამოძიებო კომპონენტს ახორციელებს, რაც ფუნქციების აღრევასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. დღეს არსებული სახით, მუდმივად არსებობს რისკი, რომ ერთ შემთხვევაში გამოძიების ინტერესების სასარგებლოდ პერსონალური მონაცემები იქნას გამოყენებული, ხოლო მეორე მხრივ, პერსონალურ მონაცემებზე ზრუნვის საბაბით, გამოძიების ნაწილი ეფექტურად არ წარიმართოს. მართალია, 2018 წელს განხორციელდა ამ სამსახურის რეფორმა, თუმცა ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა.
• დღევანდელი გადასახედიდან ისიც გამოიკვეთა, რომ 2018 წლამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც ფარული მიყურადების განხორციელებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელში იყო, უფრო ეფექტიანად ხორციელდებოდა.
• შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნით, არსებული ვითარება ინსტიტუციურადაც მოწესრიგდება და წარმოდგენილი ცვლილებები გააუმჯობესებს როგორც საგამოძიებო, ისე პერსონალური დაცვის კომპონენტის ეფექტურობას.
• სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი კიდევ უფრო ფართოვდება და მას ემატება მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კი კიდევ უფრო ეფექტურ ორგანოდ ჩამოყალიბდება.
• აღსანიშნავია ისიც, ამ სამსახურების წარმოდგენილი სახით მოწესრიგების შეთავაზება 2018 წელს ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რასთან დაკავშირებითაც ოფიციალური განცხადებებიც აქვთ გავრცელებული“, - აღნიშნულია კანონპროექტში, რომლის ავტორები და ინიციატორები რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი არიან.
0
0