პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ, 12:00 საათზე ჩაინიშნა
24/02/2022
20:47
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12 : 00 საათზე დაინიშნა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით არის მოწვეული.
პრეზიდენტს შესაბამისი მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა.
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავნილი მოთხოვნის გათვალისწინებით რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:
1. პრემიერ-მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;
2. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
როგორც მმართველი გუნდი აცხადებს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი პლენარულ სხდომაზე პრემიერის დაბარების განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.
0
0
321
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%