17/09/2024
20:46
პოლიტიკა
ოპოზიციონერი პარალმენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მმართველ პარტიას შეახსენებს, რომ დღეს მიღებულ კანონპროექტებს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს. დეპუტატი იმაზე მიანიშნებს, რომ დღევანდელი სხდომა ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომად არ ჩაითვლება.
,,პარლამენტმა ამ მოწვევის ბოლო სხდომა ჩაატარა ქოცი დეპუტატების აზრით, მაგრამ ავიწყდებათ, რომ არსებობს ვეტოს ცნება. დღეს მიღებულ ანტიკონსტიტუციურ და დისკრიმინაციულ კანონებზე პრეზიდენტი ალბათ ვეტოს უფლებას გამოიყენებს.”
მანამდე, 84 ხმით - პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ასევე, კანონი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული პროექტი მმართველმა უმრავლესობამ 84 - ხმით, ერთხმად მიიღო.
მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა. როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, პარლამენტი, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბოს.
„მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი, შეიძლება, შეიკრიბოს. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
0
0