პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
17/12/2021
16:12
ეკონომიკა
A-
+A
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ერთი კანონმდებელი წავიდა. კენჭისყრის შედეგებით ირკვევა, რომ დოკუმენტის წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მისცა ხმა.
მომავალი წლის ბიუჯეტი 19 მილიარდ 171 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.
ბიუჯეტის მიხედვით, გაზრდილი არის ხარჯების ნაწილი 332 მილიონით. ხარჯვა გაეზარდა თითქმის ყველა სუბიექტს. 10 პროცენტით არის გაზრდილი ხელფასების ნაწილი საჯარო სამსახურებში. ხელფასები ეზრდებათ პოლიციელებს, მასწავლებლებს, ყველა იმ თანამშრომელს, ვინც საჯარო სამსახურებშია დასაქმებული;
გარდა ამისა, მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 4,4 პროცენტზე არის, ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ექვსი პროცენტია და 65 მილიარდ ლარს აღწევს; სამთავრობო ვალი 51 პროცენტამდეა შემცირებული.
0
0
475
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%