07/09/2024
12:41
სპორტი
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+90 კგ – J2) ინდონეზიელი ტონი მანტოლასი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქართველი ფინალის საგზურისთვის ყაზახ შუკურბეკოვს დაუპირისპირდება.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი პარასპორტსმენი ლაშა ყიზილაშვილი (90 – J2) მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.
0
0