04/10/2021
12:04
მსოფლიო
Pandora Papers-ის შესწავლაში მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) და 150 მედიასაშუალების ჯგუფმა, მათ შორის DW-ს თურქულმა სამსახურმა. მათ, ასევე გამოავლინეს, რომ პაკისტანის, ნიდერლანდების, ბრაზილიის ფინანსთა მინისტრებს, მალტისა და საფრანგეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, დომინიკ სტრაუს-კანს კავშირი აქვთ ოფშორულ კომპანიებთან. გამოძიებაში ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებდნენ ქვეყნების ლიდერები, მილიარდერები, კრიმინალები ოფშორულ სისტემას თავიანთი აქტივების დასამალად.
Pandora Papers-ში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მონაკოში საიდუმლო აქტივები აქვს, ხოლო ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მიერ დეკლალირებული არ არის ოფშორული კომპანია, რომლის სახელზე საფრანგეთში ორი ვილაა შეძენილი. იორდანიის მეფემ აბდალა მეორემ აშშ-სა და ბრიტანეთში 100 მილიონ დოლარად უძრავი ქონება იყიდა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე ფლობდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ჰოლდინგ-კომპანიის წილს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ერთი თვით ადრე, 2019 წლის აპრილში, მან თავისი Maltex Multicapital Corp-ის აქციები ახლო მეგობარსა და ბიზნესპარტნიორს, სერჰი შეფირს მიჰყიდა. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის განმეორებით თხოვნას კომენტარის გაკეთების თაობაზე, შეფირი და ზელენსკი, არ პასუხობენ.
ოფშორულ ანგარიშებთან კავშირები აქვთ, ასევე კოლუმბიელ მომღერალს შაკირას და კრიკეტის ყოფილ ინდოელ მოთამაშეს, საჩინ ტენდულკარს.
გავრცელებული ცნობებით, დოკუმენტებმა გაჟონა კომპანიებიდან, რომლებიც მოქმედებენ კვიპროსზე, პანამაზე, ბელიზე, სინგაპურში არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და შვეიცარიაში.
0
0