03/12/2021
17:18
კულტურა
მისი თქმით, სამინისტრომ შეცვალა დაფინანსების წესი და მიმდინარე წლის 3 ივნისს დამტკიცდა დაფინანსების ახალი წესი, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრომ დააფინანსა 400-ზე მეტი პროექტი.
„პანდემიის წელიწადში, შესაბამისად, 3 ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დავაფინანსეთ 400-ზე მეტი პროექტი, რომელიც მოიცავდა 6759 მონაწილეს 700-მდე სხვადასხვა ადგილს საქართველოს მასშტაბით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქმიანობა, რომელიც კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ქოლგის ქვეშ გაიმართა. ჩვენი ბიუჯეტი არ არის დიდი ამ პროგრამაში (წელს იყო 11 მილიონი ლარი), მაგრამ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ საწუწუნო არაფერია. 11 მილიონ ლარად შეიძლება ძალიან ბევრი საქმის კეთება, თუმცა არც იმას დაგიმალავთ, არ მეწყინება თუ გაისად, როგორც ეს წელს გააკეთეთ და ამისთვის დიდი მადლობა, გაისადაც ეს ბიუჯეტი გაიზრდება“.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში იყო ათეულობით ისეთი პროექტი, რომელიც მანამდე არასდროს დაფინანსებულა.
0
0