11/10/2024
11:59
მსოფლიო
სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა ქვანახშირის მაღაროზე თავდასხმის დროს, სულ მცირე, 20 ადამიანი მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები მაღაროს მუშათა საცხოვრებელში შეიჭრნენ და მეშახტეებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა მაღაროში ტექნიკაც დაწვეს.
როგორც Reuters-ი წერს, პროვინციის საავადმყოფოში 20 ცხედარია, 6 დაშავებულს კი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დაადასტურა, რომ დაღუპულთაგან ოთხი ავღანელი იყო, დანარჩენი მამაკაცები კი ბელუჯისტანის პუშტუენოვანი რაიონებიდან იყვნენ.
მკვლელობაზე ჯერჯერობით არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია უშუალო პასუხისმგებლობა, თუმცა ცნობილია, რომ, მანამდე, სეპარატისტულმა ბელოხთა განმათავისუფლებელმა არმიამ ბელუჯისტანის პროვინციაში რამდენიმე სასიკვდილო თავდასხმა განახორციელა.
მაღაროელებზე თავდასხმა დაგმო ბელუჯისტანის მთავარმა მინისტრმა სარფრაზ ბუგტიმ, რომელმაც განაცხადა, რომ თავდამსხმელების დღის წესრიგი პაკისტანის დესტაბილიზაციას ითვალისწინებს.
”ტერორისტებმა კიდევ ერთხელ დაუმიზნეს ღარიბ მუშებს... ამ უდანაშაულო მაღაროელების დახოცვის გამო შურს ვიძიებთ ”, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0