08/11/2021
13:43
ეკონომიკა
“საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ პირველი 9 თვის მაჩვენებლების მიხედვით საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 11.3% შეადგინა, რამაც კიდეც უფრო დამაჯერებელი გახადა მოლოდინები, რომ 2021 წელს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ორნიშნა მაჩვენებელზე გავალთ.
როგორც დღეს მთავრობის სხდომისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა 10%-მდე, ნაცვლად წინა 9.5% -ისა. 2022 წლისათვის - 6%, ხოლო 2022-2025 წლებში - 5,5% განისაზღვრა. რამაც, ხელი შეუწყო ნომინალში GDP-ს ზრდასაც და საპროგნოზოდ განისაზღვრა 58,7 მლრდ ლარი, ნაცვლად, 58,4 მლრდ ლარისა. 2022 წლისათვის 65 მლრდ ლარით და მოსახლეობის ერთ სულზე პირველად გადასცდება 5500 აშშ დოლარს. ხოლო 2025 წელი 83 მლრდ ლარის საპროგნოზო მაჩვენებლებით განისაზღვრა”- წერს ოთარ ანგურიძე.
მას ასევე მოჰყავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაკეთებული პროგნოზები მსოფლიოს მასშტაბით.
“IMF-ს მიმდინარე პროგნოზით მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 5.9%, რომელიც ივლისის პროგნოზის შემდეგ შეამცირა 0.1%-ით. 2022 წლისათვის კი ვარაუდობს 4.9%-ს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წელს 5,6% ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან, ხოლო OECD-ს მიერ გამოქვეყნებული შეფასებების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდას 5.7%-ს პროგნოზირებს, დიდი ოცეულის ქვეყნების შემთხვევაში კი, 6.1%-ს. მათივე შეფასებით არცერთ მათ წევრ ქვეყანას არ ექნება მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა ჩინეთი (8,5%), თურქეთი (8,4%), არგენტინა (7.6%), ესპანეთი (6,8%), გაერთიანებული სამეფო (6,7%) “, - წერს ექსპერტი.
ოთარ ანგურიძე ასევე ეხება 2022 ბიუჯეტის პარამეტრებს, მათ შორის, კაპიტალურ ხარჯებს.
„ბიუჯეტი გადამუშავებულ ვარიანტში გაზრდილია ასევე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიც, რამაც ნომინალში შეადგინა 15,4 მლრდ ლარი. რაც წინა ვერსიასთან შედარებით 218 მლნ ლარით არის გაზრდილი. ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ მიუხედავად პანდემიისა და კრიზისული ნიშნებისა ქვეყანაში არ შემცირებულა კაპიტალური ხარჯები და რიგ შემთხვევებში გაიზარდა კიდეც. რამაც ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის საიმედოობას, რასაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა ანგარიშები, რაც შედეგია თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და სწორი პოსტკრიზისული ქმედებებისა”- წერს ოთარ ანგურიძე საკუთარ ფბ გვერდზე.
0
0