15/11/2021
12:15
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია წერს, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაეწყო, რის გამოც გადასხმებს დათანხმდა.
მისი თქმით, შიმშილობას არ წყვეტს.
„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა.
მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს(მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.
თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე.
დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!“, - წერს ელენე ხოშტარია.
0
0