14/01/2025
19:54
პოლიტიკა
პრაქტიკულად, შეთანხმება მიღწეულია. საერთო პოზიციები გვაქვს, ამას შესაბამისი ფორმა უნდა მიეცეს და ორ დღეში დოკუმენტი საბოლოოდ გამზადდება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ახალი არჩევნები ჩანიშნოს, რადგან ის საერთაშორისო იზოლაციისა და სახალხო პროტესტის ფონზე დიდხანს ვერ გაძლებს.
"დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი პოზიციები, რომელიც მნიშვნელოვანი არის სამომავლო საარჩევნო პროცედურებისათვის. ის, რომ არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ეს მოთხოვნა აუცილებლად შესრულდება "ქართული ოცნების" მიერ, ამაში ყველა დარწმუნებული ვართ იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს რეჟიმი ვერ გაძლებს იზოლაციისა და სახალხო პროტესტის პირობებში, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გამზადებული გვქონდეს მოთხოვნები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით.
პირველი, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, ასევე მნიშვნელოვანი არის, ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, იმიტომ რომ არ შეიძლება, სანქცირებულმა მინისტრებმა და მთავრობის წევრებმა ჩაატარონ არჩევნები.
ასევე მნიშვნელოვანი არის საარჩევნო სიების ფორმირების საკითხი, მათ შორის, სამაგიდო სიების გახსნის საკითხი და ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ფარულობისა და სხვა კონსტიტუციური პრინციპების დაცვას.
ამ მხრივ, პრაქტიკულად, შეთანხმება მიღწეულია. საერთო პოზიციები გვაქვს, ამას შესაბამისი ფორმა უნდა მიეცეს და ამ ორ დღეში ეს დოკუმენტი საბოლოოდ გამზადდება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
0
0