ოქტომბერში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.04 მლრდ ლარით გაიზარდა
25/11/2021
17:04
ეკონომიკა
A-
+A
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ამავე ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.04 მლრდ ლარით, ანუ 1.77%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.51 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის 59.61 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
0
0
614
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%