18/11/2024
12:05
პოლიტიკა
ოპოზიციის აქციებს პერსპექტივა არ აქვს, მათმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ არაფრის გამკეთებელი არიან არც პარლამენტში, არც ქუჩაში, მხოლოდ უცხოეთში აშავებენ საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია არათანმიმდევრულია.
„ოპოზიციის არათანმიმდევრულობას ვხედავთ. ხალხს უთხრეს, აგვირჩიეთ, რომ პარლამენტში შევიდეთო და შემდეგ კარავში შევიდნენ. როგორც წესი, ხვდებიან ხოლმე, რომ კარავსა და ქუჩაში მათი ადგილი არ არის, მით უმეტეს, პარლამენტში და შემდეგ რადიკალურ პროცესებს იწყებენ. კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება, რადგან დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები. შესაბამისად, როცა ერთი და იგავე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის კარუსელი და ვის ატყუებენ? – ამ აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება. 24 საათია, აქცია დააანონსეს. როგორც ჩანს, 24 საათის შემდეგ იღლებიან. რა თქმა უნდა, მათ აქციებს პერსპექტივა არ აქვს, რადგან მათმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელია არც პარლამენტში, არც ქუჩაში. მხოლოდ უცხოეთში აშავებენ საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0