26/10/2024
17:18
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო პროცესი შეაფასა.
„როგორც რუსთავში, ისევე გარდაბანში, ამ დრომდე ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნების პროცესი. რუსთავში მაგალითად მოსულია დაახლოებით 45 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რამაც საერთო ჯამური ოდენობის 43% შეადგინა. მსგავსი მონაცემები ფიქსირდება ასევე გარდაბანში. ამ მშვიდი ვითარების ფონზე, თითოეული ამომრჩევლის არჩევანის უფლება არის დაცული.
ოპოზიცია იყო სამწუხაროდ ორიენტირებული არა დღევანდელი დღის ჯამურ შედეგებზე, არამედ ხვალინდელ დღეზე. შეიძლება ჰქონდეთ მათ პროვოკაციის მცდელობები. მცდელობები იმისა, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგები, სადაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ცნობილი იქნას არალეგიტიმურად, თუმცა არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მოხდეს რაიმე ტიპის ჩარევა“, - აღნიშნა შატაკიშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024