29/09/2021
15:17
პოლიტიკა
„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლას აუცილებლად მოიგებდნენ, თუმცა, უკვე თავად აღიარეს, რომ დამარცხდნენ. სააკაშვილის განცხადებებზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა მათ მხარდამჭერებში მოტივაციის ამაღლებას ემსახურება და სხვას არაფერს. მხდალი სააკაშვილის განცხადებებზე საუბარიც არ ღირს, მაგრამ სასოწარკვეთილი ოპოზიციის განცხადებები ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით, რევოლუციურ სცენარზე ღიად საუბარი. მათ კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში შანსი არა აქვთ, 2024 წლამდე ლოდინი კი ამ ოპოზიციის ფაქტობრივ გაქრობას ნიშნავს. ამიტომ ემზადებიან არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, 3 ოქტომბრისთვის. სააკაშვილის მიერ დაანონსებული ე.წ.ჩამოსვლაც ამაზე მიუთითებს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკმარისი მხარდამჭერები ჰყავს იმისათვის, რომ ეს არჩევნებიც დამაჯერებლად მოიგოს. „მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, წინასწარი ციფრების დათვლა მათ კარგად იციან და ბუნებრივია, ელიან წაგებას. ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედია ის არის, რომ ქართული ოპოზიცია მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედად დარჩა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024