24/09/2022
14:20
სამართალი
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმოამდგენელმა დღეს გოგაშვილი საპატიმროში მოინახულა.
"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ დღეს მოინახულეს მამა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მამა კარგად არის და იგი არ ფლობს ამ ეტაპზე ინფორმაციას მისი გადაყვანის შესახებ და იმედია არც აღვმოჩნდებით ამ რეალობის წინაშე. მოქმედი რუსული ხელისუფლებისგან ყველნაირი პროვოკაციაა მოსალოდნელი!
ნინო ლომჯარია, დიდი მადლობა, რომ მუდმივად ზრუნავთ ადამიანების უფლებების დაცვაზე.
ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი 3 მანქანის გარეშე, ჯერჯერობით სახლიდან, სანამ ბიძინა გამოგვასახლებს აქედან პატარა ბავშვებთან ერთად! ასევე ორსულადაა ჩემი ძმის ცოლი და ნერვიულობის ფონზე თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ივანიშვილო, შენ აგებ პასუხს ამ ყველაფერზე!", - წერს ნინი გოგაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ 23 აგვისტოს სოსო გოგაშვილის შვილმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გოგაშვილი შესაძლოა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანონ. შეგახსნენბთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამჟამად სასჯელს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იხდის.
0
0