29/05/2023
15:26
კონფლიქტები
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ორშაბათს ხალხისა და „პარლამენტისადმი“ გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ რესპუბლიკა მალე შეუერთდება რუსეთს.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში შესვლას, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. მოხარული ვართ ჩვენი მეგობრების გამო, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობაე. იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის რიგი დადგება“ - განაცხადა მან.
დეფაქტო პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები - მისი მთავარი მოკავშირე არის და იქნება რუსეთი.
გაგლოევის თქმით, რესპუბლიკამ დაამყარა კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რომელიც „გააზრებულად განიხილავს ყველა პრობლემას და მზადაა საჭირო დახმარება გაუწიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“.
0
0