09/11/2023
20:25
კონფლიქტები
ამ წუთებში, ძალოვანების მობილიზაციაა ერგნეთში. საოკუპაციო რეჟიმი გატაცებული ლევან დოთიაშვილის გადმოცემას გეგმავს. გადმოცემის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ჯერ არ ადასტურებს. ვრცელდება მისი ე.წ აღიარების კადრებიც. კარგად ჩანს ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი სახეზე.
სეპარატისტები საქართველოს გატაცებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის, სავარაუდოდ, იზოლატორში ჩაწერილ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც ის 6 ნოემბერს იხსენებს – ვისთან ერთად გაატარა დღე და სად იმყოფებოდა.
მე ვარ ლევან დოთიაშვილი, 1990 წელს დაბადებული, 25 ოქტომბერს. სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი, ვალიკო დოთიაშვილი, თამაზ გინტური, ვასიკო თიოტაშვილი, მერაბ პაპიტაშვილი და მერაბ დათვიაშვილი. ამის შემდეგ, რომ დავიშალეთ, 2 მანქანით წავედით. ერთი მანქანა, სამნი, წავიდა სოფლისკენ, სამნი კიდევ წავედით ეკლესიაში, ლომისაში სანთლების დასანთებად.
კითხვა: ვინ და ვინ იყავით?
პასუხი: თამაზ გინტური და თამაზ პაპიტაშვილი
კითხვა: “რულზე ვინ იჯდა”?
– “რულზე” იჯდა თამაზ გინტური. რა დროსაც ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ იქ. კარები იყო დაკეტილი და გავაღეთ ცულით”, – ამბობს დოთიაშვილი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024