16/03/2024
11:14
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას დე აფქტო პრეზიდენტის ვებგვერდი ავრცელებს, მათი ცნობით, ბჟანიამ ხმა რუსეთის ე.წ. საელჩოსში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა,
საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე უკვე მისცეს ხმა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრ ანქვაბმა, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინსტრაციის უფროსმა აბესალომ ყვარჩიამ და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც იმართება.
რუსეთის ფედერაციაში და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც სამ დღეს გრძელდება. არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის“ პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური“ პარტიიდან.
პუტინის ხელახალი არჩევა მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024