ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ციხიდან მკვლელობისთვის გასამართლებული პირი გაიქცა
15/08/2023
13:35
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დრანდის ციხიდან გურგენ კირაკოსიანი გაიქცა, რომელიც მკვლელობისთვის 15-წლიან სასჯელს იხდიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
კირაკოსიანმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატიდან ედუარდ ქეცბას ესროლა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
ამ დანაშაულის შემდეგ კირაკოსიანი ტყეში იმალებოდა, სადაც ის პოლიციამ აღმოაჩინა. დე ფაქტო სასამართლოზე კირაკოსიანმა ბრალი აღიარა.
ე.წ. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენაში, შენახვაში და ტარებაში.
ამჟამად კირაკოსიანის ადგილმდებარეობა უცნობია. მის დასაკავებლად ე.წ. პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული.
0
0
413
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%