17/03/2024
14:04
კონფლიქტები
გალის რაიონში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო. საარჩევნო უბანი გალში, კულტურის სახლშია გახსნილი.
დილის 10 საათისთვის ხმა 100-ზე მეტმა ადამიანმა მისცა. არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო გამგებელმა კონსტანტინ ფილიამაც. მისი თქმით, რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორია და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მას მხარი უნდა დაუჭირონ.
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები მთელ ოკუპირებულ აფხაზეშთია გახსნილი. აფხაზეთში სულ 30 საარჩევნო უბანი გაიხსნა, რომლებზეც წესრიგს 230 ე.წ. მილიციელი იცავს.
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ასევე მიმდინარეობს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა რეგიონებშიც. ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდება. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის“ პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური“ პარტიიდან.
პუტინის ხელახალი არჩევა მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024