24/03/2024
21:41
კონფლიქტები
ოკუპირებულ ცხინვალში დაკრძალეს მოხალისე ზელიმ ხარებოვი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ბატორინოსთან დაიღუპა. დაკრძალვის ცერემონიას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
გაგლოევის ბრძანებით, ხარებოვი “სამშობლოს დაცვისთვის” მედლით დააჯილდოვეს.
ზელიმ ხარებოვი 42 წლის იყო, მას მეუღლე და 6 წლის გოგონა დარჩა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში უკვე რამდენიმე ათეული მებრძოლი დაიღუპა. დაზუსტებულ მონაცემებს დე ფაქტო ხელისუფლება არ ავრცელებს, გასულ წელს დე ფაქტო პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საზოგადოებრივი ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჯარისკაცების, მოხალისეებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. ამ მიზნით კი უნდა შექმნილიყო მათ შესახებ მონაცემთა სპეციალური ბაზა, თუმცა, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
0
0