31/03/2024
14:02
კონფლიქტები
ოკუპიებულ ცხინვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში დაღუპული ადგილობრივების ხსოვნისადმი მიძღვნილი სტენდი გაიხსნება. ამის შესახებ ცხინვალის მედია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვეტერანთა საბჭოს წევრის, პროექტის ინიციატორის აზა ბესტაევას ინფორმაციაზე დაყრდნობთ იუწყება.
სტენდზე, რომელიც ხვალ ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციის შენობაში გაიხსნება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ე.წ. “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” დაღუპული მებრძოლების დაბადებისა და დაღუპვის თარიღები იქნება დატანილი. სტენდზე განთავსდება 43 ბერძოლის ფოტოც, რომელთა დაღუპვაც ოფიციალურად არის დადასტურებული.
ბესტაევას განცხადებით, შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში იგეგმება დაღუპული მებრძოლების შესახებ წიგნის გამოცემაც.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ოფიციალური უწყებების მხრიდან არ სახელდებოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაღუპული ადგილობრივების რაოდენობა.
0
0