16/03/2024
10:51
კონფლიქტები
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 8 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. ინფორმაციას ცხინვალის მედია რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსის სტეპან ტაპანანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, წინასწარი დათვლის შედეგების 15 მარტის საღამოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა რუსეთის 8800-მა მოქალაქემ მიიღო.
ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 11 საარჩევნო უბანია გახსნილი, კიდევ ერთ დამატებით უბანზე კი ხმის მიცემა რუს სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ.
რუსეთის ფედერაციაში და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც სამ დღეს გრძელდება. არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის“ პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური“ პარტიიდან.
პუტინის ხელახალი არჩევა მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024