12/11/2024
18:04
კონფლიქტები
სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის სამი დაკავებული აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმე შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დანაშაულებრივი ქმედებები არ გამოიკვეთა. ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე დაიხურა“, - განაცხადეს ე.წ. სასამართლოში.
შეგახსენებთ, აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ დააკავეს. საპროტესტო ტალღა სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.
0
0