ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
05/04/2024
14:23
კონფლიქტები
A-
+A
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე, სერგეი გრაჩოვი და ვიქტორია ლაშკოვა დააკავეს. მათ ბრალი წაუყენეს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, გადატანის და რეალიზაციის მცდელობის მუხლით. Apsadgil.info-ს ცნობით, ინფორმაციას ე.წ. შს სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის მოქალაქეები სოხუმის რაიონში დააკავეს. ნარკოტიკები მათი კუთვნილი ავტომობილიდან იყო ამოღებული. საერთო ჯამში ორივე დაკავებულს 243 გრამი ნარკოტიკი აღმოაჩნდა, რაც „განსაკუთრებით დიდ რაოდენობას“ წარმოადგენს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული ნარკოტიკი მეფედრონია. გამოძიება გრძელდება.
0
0
473
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%