ოკუპანტებს რესურსები ეწურებათ... საბრძოლველად კადეტებს უშვებენ - ალექსეი არესტოვიჩი
02/03/2022
16:48
კონფლიქტები
A-
+A
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, აგრესორ ქვეყანას რესურსი ეწურება და უკრაინაში საბრძოლველად კადეტებს უშვებენ.
აღნიშნულის შესახებ არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინელების წინააღმდეგობის გამო რუს სამხედროებს შორის დაპირისპირების დონეზე იზრდება.
„მტერი მასიურად ყრის იარაღს, ნებდება ან ბელარუსის საზღვრისკენ მიემართება“, - აცხადებს ალექსეი
„რუსები საბრძოლველად სამხედრო სკოლის კადეტებსაც გზავნის. ასეთმა ინფორმაციამ გაჟონა სერპუხოვის სამხედრო სასწავლებლიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის „ძლევამოსილი არმია“ უკრაინასთან ომს ვერ უმკლავდება. კადეტებს როგორც წესი ბოლო მომენტამდე არ უშვებენ ომში“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
რაც შეეხება საომარ მოქმედებებში ბელარუსის შესაძლო ჩართულობას, ალექსეი არესტოვიჩი განმარტავს, რომ ეს ოფიციალურად არ დასტურდება.
0
0
521
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%