ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს - "ეხო კავკაზა"
10/04/2024
14:37
კონფლიქტები
A-
+A
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების სამსახურმა" საქართველოს მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა - „დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ დაარღვია სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი“, - აცხადებს საოკუპაციო რეჟიმი. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, გოჩა ასოშვილი 5 აპრილს ახალგორის რაიონში, სოფელ წინაგარის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
არც გატაცებასა და არც გათავისუფლებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
0
0
327
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%